IMG.GE ___________________________________ IMG.GE

რომელიღაც არხს, ან „მთავარს“, ან „ტვ პირველს“ დაურქმევია ერთი დამლაგებლის გამო, „თალაკვაძის კლასტერი“… ძალიან გთხოვთ ამას ნუ იკადრებთ! – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჩატარებული ტესტით კორონავირუსის არსებობა არ დაუდასტურდა, მაინც ამგვარი „სპეკულაცია“ გავრცელდა.

„მითხრა დაცვის თანამშრომელმა, რომ „თალაკვაძის კლასტერი“ დაარქვეს ერთ-ერთ ჩართვაშიო, როდესაც ამ ადამიანს ტესტი აქვს გაკეთებული, უარყოფითი ამოუვიდა ტესტი ანუ მას კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა, რამხელა სპეკულაციაა და ამას უნდა კადრება. უნდა იკადრო, რომ ესეთი რაღაც მოიფიქრო, გააკეთო და შემდეგ უკვე მაყურებელს გადასცე და „თალაკვაძის კლასტერი“ ეძახო სხვა თანამშრომლის შემთხვევაში კოვიდინფექციის დაფიქსირების გამო. ამას, ძალიან გთხოვთ, ნუ იკადრებთ! მივმართავ იმ ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამას კადრულობენ,“ – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება