ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს თუ რა სახის დახმარება გაუწიეს ერთმანეთს საქართველომ და უკრაინამ 2008-2022 წლებში.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე (!) შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ – საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის დაუყოვნებლივ გარიცხვის შესახებ“- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი. მისი თქმით საქართველო აგრძელებს არა მხოლოდ რეზოლუციების, არამედ ქმედითი პრაქტიკული შესაძლებლობებით უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას. „წინასწარ გიხდით ბოდიშს. არც მჩვევია და არც მიყვარს ვრცელი პოსტების დადება. მაგრამ აქ ის თემაა, რომელსაც ვერაფერს ვერც მოვაკლებ და რომლის ირგვლივ არ ჩერდება საქართველოს არც შიდა და არც გარე მტერი. მაშ ასე, საუბარია იმაზე, თუ რა გაუკეთა უკრაინამ საქართველოს 2008 წელს და რა გაუკეთა საქართველომ უკრაინას 2022 წელს. გთავაზობთ მხოლოდ მცირე მოკვლევას რუბრიკიდან “ასე იმსხვრევა მითები”: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე (!) შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ – საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არასდროს მიუღია.
პირიქით, სექტემბერში დარეგესტრირებულ სხვადასხვა რეზოლუციებში (მათ შორის საქართველოსადმი არამეგობრული შინაარსის) საქართველოს მხარი დაუჭირა დეპუტატთა მხოლოდ 15%-მა, საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცეს დეპუტატთა 45%-მა, დანარჩენმა დეპუტატებმა საქართველოს თემატიკისადმი გამოავლინეს სრული გულგრილობა და ინდეფერენტულობა – თავი შეიკავეს ხმის მიცემისაგან (უკრაინის რადა 450 დეპუტატისგან შედგება) საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის დაგმობის შესახებ No3053 დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 65 (!) დეპუტატმა დაუჭირა (მიუხედავად იმისა, რომ რადაში თითქოსდა დემოკრატიული კოალიცია არსებობდა). არც ერთი ხმა არ მისცეს – “რეგიონების პარტიის” (რომლის ლიდერი ვ. იანუკოვიჩი, ამისთვის “მადლიერების” ნიშნად სააკაშვილმა “ბრწყინვალების ორდენით” დააჯილდოვა), კომუნისტური პარტიის და ლიტვინის ბლოკის ფრაქციებმა. БЮТ ფრაქციიდან დაფიქსირდა მხოლოდ დეპუტატ კოსივის ერთი ხმა (კირილენკომ, პაშინსკიმ, სემერაკმა – ხმა არ მისცა), НУНС ფრაქციიდან – 64 დეპუტატმა მისცა ხმა (სპიკერმა იაცენიუკმა ხმა არ მისცა(!!!)) იმავე წარმატებით, დეპუტატებმა ჩაშალეს „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შესახებ“ No3054 რეზოლუციის პროექტი, რომელსაც მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა. აგრეთვე ჩაიშალა „საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის აქტის დაგმობის შესახებ“ No3082 რეზოლუცის პროექტი, რომელმაც მხოლოდ 70 ხმა მიიღო პირიქით, სექტემბერში დარეგესტრირებულ სხვადასხვა რეზოლუციებში (მათ შორის საქართველოსადმი არამეგობრული შინაარსის) საქართველოს მხარი დაუჭირა დეპუტატთა მხოლოდ 15%-მა, საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცეს დეპუტატთა 45%-მა, დანარჩენმა დეპუტატებმა საქართველოს თემატიკისადმი გამოავლინეს სრული გულგრილობა და ინდეფერენტულობა – თავი შეიკავეს ხმის მიცემისაგან (უკრაინის რადა 450 დეპუტატისგან შედგება) საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის დაგმობის შესახებ No3053 დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 65 (!) დეპუტატმა დაუჭირა (მიუხედავად იმისა, რომ რადაში თითქოსდა დემოკრატიული კოალიცია არსებობდა). არც ერთი ხმა არ მისცეს – “რეგიონების პარტიის” (რომლის ლიდერი ვ. იანუკოვიჩი, ამისთვის “მადლიერების” ნიშნად სააკაშვილმა “ბრწყინვალების ორდენით” დააჯილდოვა), კომუნისტური პარტიის და ლიტვინის ბლოკის ფრაქციებმა. БЮТ ფრაქციიდან დაფიქსირდა მხოლოდ დეპუტატ კოსივის ერთი ხმა (კირილენკომ, პაშინსკიმ, სემერაკმა – ხმა არ მისცა), НУНС ფრაქციიდან – 64 დეპუტატმა მისცა ხმა (სპიკერმა იაცენიუკმა ხმა არ მისცა(!!!)) იმავე წარმატებით, დეპუტატებმა ჩაშალეს „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შესახებ“ No3054 რეზოლუციის პროექტი, რომელსაც მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა. აგრეთვე ჩაიშალა „საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის აქტის დაგმობის შესახებ“ No3082 რეზოლუცის პროექტი, რომელმაც მხოლოდ 70 ხმა მიიღო.
უკრაინული პოლიტიკისთვის დამახასიათებელ ტრადიციებში: როცა გეგონა, რომ ფსკერს უკვე მიაღწიეს – ქვემოდან დააკაკუნეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის No3083 დადგენილების პროექტს უკვე 167-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმათა უმრავლესობა გაიიღო რეგიონების პარტიამ (140), კომუნისტურმა პარტიამ ხმა – 27 ხმა. ლიტვინის ბლოკმა, БЮТ -მა და НУНС -მა არც ერთი ხმა არ მისცეს, თუმცა იყვნენ თავშეკავებული (!!!), ანუ ინდეფერენტულები და გულგრილნი “მეგობარი” ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აგრესიის დაგმობამ“ (No3070) კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო – 196 ხმა (!!!) ხოლო დეპუტატთა მაქსიმალურმა რაოდენობამ – 217 დეპუტატმა მხარი დაუჭირა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით უკრაინული სამხედრო ტექნიკის საქართველოში მიწოდების ფაქტების გადამოწმების მიზნით (No3059 ) 2009 წლის 9 მაისს, “მეგობარ” საქართველოში მომხდარი ტრაგედიის, სამხედრო აგრესიისა და გაფორმებული ოკუპაციის 9 თვის თავზე – “მეგობარმა” უკრაინამ რუს ოკუპანტებთან ერთად მოსკოვის წითელ მოედანზე ერთობლივ საზეიმო აღლუმში მიიღო მონაწილეობა თავისი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობით.
მიუხედავად იმისა, რომ “ხელნაწერები არ იწვის” და მეხსიერებიდან ყოველივე ამას ვერ ამოშლი, მეგობარი უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა, გვერდში დგომა და პრაქტიკული ნაბიჯები შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს და უკრაინას უსაფრთოხების კუთხით საერთო გამოწვევები აქვთ. საქართველო იყო პირველი რომელმაც 2008 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია გამოიარა, რომელსაც თან ახლდა სახელმწიფოს სუვერენული საზღვრების ძალისმიერი ცვლილებების მცდელობები, ეთნიკური წმენდის შედეგად ასობით ათასი ადამიანის სახლებიდან გამოძევება და მათი განადგურება და საზოგადოებების საოკუპაციო ხაზებით გაყოფა საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და ამას ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში. უკრაინასთან ისტორიული მეგობრობის გარდა, ევროპული და ევრტოატლანტიკური მისწრაფებები გვაერთიანებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა უკრაინის მხარდამჭერი მრავალი საჯარო განცხადება, სადაც დაგმობილი იყო რუსეთის სამხედრო აგრესია სუვერენული სახელმწიფო წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მიიღო რეზოლუცია „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან დღემდე უკრაინასთან დაკავშირებით საქართველო, გაერო-ში, ეუთოში და ევროპის საბჭოს ფარგლებში მიერთებულია აქვს დაახლოებით 200-მდე რეზოლუციას და განაცხადებას 2014 წლიდან საქართველო უერთდება ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს ყირიმსა და სევასტოპოლზე 2022 წლის 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს დონეცკსა და ლუგანსკზე კიევში, ოდესასა და ლვოვში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კვლავ განაგრძობენ ფუნქციონირებას და მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევას სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მითითება მიიღეს საქართველო გაერო-ს 96 ქვეყანას შორის იყო, ვინც თანასპონსპორობა გაუწია გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ საქართველო იყო “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ” გაეროს გენერალური ასამბლეის (UNGA76) რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი თანასპონსორი. რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია 90 სახელმწიფომ და მხარი დაუჭირა 140 ქვეყანამ, 5 ქვეყანამ (რუსეთი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა და ბელარუსი) რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 38 ქვეყანამ თავი შეიკავა საქართველომ მხარი დაუჭირა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNHRC49) რეზოლუციის თანა-სპონსორია, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების შესახებ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის დაუყოვნებლივ გარიცხვის შესახებ.
საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს მიმართეს საქართველოს არის გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის მთავარი თანა-სპონსორი, რუსეთის ფედერაციისათვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) წევრობის უფლების შეჩერების შესახებ მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის – საქართველო იკავებს პირველ ადგილს უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთების ოდენობის მიხედვით საქართველო აგრძელებს არა მხოლოდ რეზოლუციების, არამედ ქმედითი პრაქტიკული შესაძლებლობებით უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას, მზად არის თავისი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი კარი გაუღოს დევნილთა ნაკადებს. მიუხედავად ამისა, საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყანად – საიდანაც გაწვეული და თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა ელჩი. საქართველო რჩება მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანად – რომელსაც უკრაინამ “პოლიტიკური ომის” მეორე ფრონტი გაუხსნა და გაუგონარი ბრალდებებით ესხმის თავს ლამის ყოველდღიურად. თუ რამდენად დამსახურებულად – დასკვნების გამოტანა თქვენთვის მიმინდვია“- წერს დავით ქართველიშვილი.
ევროპარლამენტარების ნაწილი ქართველ ხალხს ეუბნება – არ გინდათ დემოკრატია, არ დაიცვათ...