შეუძლებელია არ აღვნიშნო ფონდ „ქართუს“ ღვაწლი, მსოფლიო რაგბიმაც აღნიშნა, რომ უპრეცედენტო ქველმოქმედებაა ის სარაგბო ბაზა, რაც ასპინძაში შეიქმნა – სოსო ტყემალაძე

235
წაკითხვა/ნახვა

შეუძლებელია არ აღვნიშნო ფონდ „ქართუს“ ღვაწლი ამ კუთხით და ჩემი ხაზგასმა არ სჭირდება, მსოფლიო რაგბიმაც აღნიშნა, რომ უპრეცედენტო ქველმოქმედებაა ის სარაგბო ბაზა, რაც ასპინძაში შეიქმნა, – ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, „ტაო“ რეგიონში მნიშვნელოვანი კლუბია.

„მინდა აღვნიშნო ის ღვაწლი, რასაც კლუბი „ტაო“ ეწევა სამცხე-ჯავახეთში და მისი მნიშვნელობა, რადგან რეგიონი ეთნიკურად სხვადასხვა წარმომადგენლით არის დაკომპლექტებული. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მათ ყველამ ერთ მოედანზე ითამაშონ და განავითარონ როგორც ცხოვრების ჯანმრთელი წესი, ისე – რაგბი. მცირე-მცირე ნაწილით ყველას შეაქვს წვლილი, სამცხე-ჯავახეთის კლუბია „ტაო“ და ერთიანი სახელით გამოდიან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ 4 წელიწადში თითოეულ მათგანს ექნება მოედანი და თვითონვე შეინახავენ ამ მოედანს, ასევე მოთამაშეებს. შეუძლებელია არ აღვნიშნო ფონდ „ქართუს“ ღვაწლი ამ კუთხით და ჩემი ხაზგასმა არ სჭირდება, მსოფლიო რაგბიმაც აღნიშნა, რომ უპრეცედენტო ქველმოქმედებაა ის სარაგბო ბაზა, რაც ასპინძაში შეიქმნა“, – განაცხადა სოსო ტყემალაძემ.

კომენტარები
მოწონება