IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ლ.შ.ს ადვოკატის, ზაქრო გვიაშიანის განცხადებით, ე.წ.-მა ოქროს მოწმეებმა სამართლებრივი ფასეულობა დაკარგეს, ვინაიდან მათ ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს.

გვიშიანის განმარტებით, მათ ამასთან დაკავშირებით კითხვები გურამ ამირხანაშვილთანაც ექნებათ.

„დღევანდელი სხდომა მნიშვნელოვანია, რადგან მტკიცებულებების ზეპირი და უშუალო გამოკვლევა მიმდინარეობს. ჩვენ გვექნება კითხვები ე.წ. ოქროს მოწმეებთან, რომლებმაც სამართლებრივი ფასეულობა დაკარგეს, გვექნება კითხვები, თუ რატომ არის არაერთხელ ჩვენებები შეცვლილი. მათ შორის, ამირხანაშვილთანაც. ბუნებრივია, პასუხები გვაინტერესებს, მაგრამ ვერანაირად სამართლებრივად გამართული პასუხები ვერ გვექნება. ეს საქმე განსაკუთრებულია იმითაც, რომ დაზარალებულები, გამოკითხულები არიან და რამდენჯერმეა ჩვენებები შეცვლილი”, – განაცხადა გვიშიანმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ნაწილს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება