Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თვითდაზიანებაზე არცერთი სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 08/02/2023
ირაკლი კობახიძე

თვითდაზიანებაზე არცერთი სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას. თვითდაზიანების შემთხვევები ციხეებში, საქართველოშიც და გარეთაც უამრავია, მაგრამ მსოფლიოში არ არსებობს არცერთი სახელმწიფო, რომელიც იღებს პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობას, ეს ხომ გამორიცხულია,’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებელზე გადაცემა ,,დღის თემის’’ ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არცერთ ქვეყანაში პატიმრის თვითდაზიანებაზე არცერთი სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს. მისი თქმით, თვითდაზიანების სიმულაცია არ შეიძლება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი გახდეს.

,,როგორც კი ამ პრეცედენტს დაუშვებ, მაშინ ბუნებრივია ცდუნება დიდია, რომ თავი დაიზიანო და გამოხვიდე გარეთ. როგორ შეიძლება ეს პრეცედენტი დაუშვა, რომ თითქოს, თვითდაზიანებას ეწევა პატიმარი და ამის გამო, ის გარეთ გამოვიდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისეთ გადასხმებს იკეთებდა და ისეთ გადასხმებზე ამბობდა უარს, რომელიც საკვების ჩანაცვლებას ითვალისწინებდა. რატომ? ამას ერთადერთი მიზანი აქვს, წონაში დაკლება და გათავისუფლება. თეთრი ძაფით ნაკერი, სამარცხვინო სიმულაციური საქმეა სინამდვილეში და როგორ შეიძლება ეს, პატიმრის გათავისუფლების საფუძველი გახდეს,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ღალატით დაფეხმძიმებული ქვეყანა, აი ესაა საქართველო – გუბაზ სანიკიძე
Next: ყოფილი სახალხო დამცველი და ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელი ორივე არიან „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები, აქედან გამომდინარე, მათ დასკვნებს ფასი არ აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.