Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე და ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არ შექმნან ხელოვნური დაბრკოლება – გვაცადონ

მარშალ პრესი 12/04/2022
ირაკლი კობახიძე

რადიკალურ ოპოზიციას არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე და ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ არ შექმნან არანაირი ხელოვნური დაბრკოლება, გვაცადონ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესზე, მათ შორის ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა და ხელოვნური დაბრკოლებები არ უნდა შეუქმნან ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რისი მაგალითებიც გვახსოვს, განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

პირდაპირ ევროკავშირის დერეფნებში დადიოდნენ კანდელაკი და სხვები, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ უვიზო მიმოსვლა არ მიგვეღო ევროკავშირისგან. აქაც არა მარტო ნიშნები, პირდაპირ განცხადებები მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ვითომ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არ ვიმსახურებთ და ა.შ. ეს არის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის მცდელობა, რაც არის უპასუხისმგებლობა. მათ არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე და ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ არ შექმნან არანაირი ხელოვნური დაბრკოლება, გვაცადონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი გადაეცა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – საუბარია არა ულტიმატუმზე, არამედ ჯანსაღ ურთიერთობებზე, რომ ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალებად აღიარებული პირები არ ჰყავდეს
Next: ანასეულში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება დაიწყო.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.