Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მორჩა კინო – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 08/02/2023
ზურაბ ქადაგიძე

„მასალებიდან ირკვევა, რომ ლობისტური საქმიანობა ასევე მოიცავდა აშშ-ს და საერთაშორისო მედია საშუალებებისთვის სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სტატიების გამოქვეყნების უზრუნველყოფას კლიენტის მძიმე მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.“– წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილს ეხმიანება, საიდანაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაუხადა.

ქადაგიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს შეეზღუდოს ამდენი მნახველები და როგორც ყველა პატიმარმა ისარგებლოს საერთო სერვისებით!

„მორჩა კინო! ყველა პაზლი დალაგდა და რეალური სურათი მივიღეთ! ესეც სააკაშვილის ღარიბი ოჯახი და ყალბი ავადმყოფობის ისტორია!

1 მილიონი დოლარი გამოყენებულია „სამედიცინო ექსპერტების“ ანაზღაურებისთვის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მიხეილ სააკაშვილის საქმეში და მოამზადეს სამედიცინო დასკვნები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ეჭვ ქვეშ აყენებს დასკვნების სანდოობას და ცხადყოფს, რომ აღნიშნული დასკვნები ლობისტური კამპანიის ნაწილია.

მასალებიდან ირკვევა, რომ ლობისტური საქმიანობა ასევე მოიცავდა აშშ-ს და საერთაშორისო მედია საშუალებებისთვის სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სტატიების გამოქვეყნების უზრუნველყოფას კლიენტის მძიმე მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ცალკე წინასწარ მომზადებული სამედიცინო დასკვნები და ცალკე მსოფლიო მასშტაბით აგორებული საინფორმაციო კამპანია…
კვდება და მილიონ დოლარს პიარში იხდის… მოკლედ სპექტაკლი მორჩა და გადაათრიეთ იზოლატორში ეს ბოროტი კლოუნი. შეუზღუდეთ ამდენი მნახველები და როგორც ყველა პატიმარმა ისარგებლოს საერთო სერვისებით!“– წერს ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ყველამ გაიგო, რომ სააკაშვილის ირგვლივ არსებული აყალ-მაყალი თურმე მილიონი ღირს
Next: ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რა მასშტაბით მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟის კოორდინაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.