Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ რომ 20000$-იან კონტრაქტად გვასაღებდნენ, 1 000 000$ ყოფილა დახარჯული მიშას ციხიდან გამოხსნის “სპეცოპერაციაში”

მარშალ პრესი 08/02/2023
ნინო ფოჩხუა

„მივმართავ ქალბატონ გიულის, მოახსენოს საქართველოს მოსახლეობას, საიდან აქვს სააკაშვილ-ალასანიების ოჯახს მილიონი დოლარი, რომელიც გადაუხადა ამერიკელ ლობისტებს“- ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, დაქირავებული ექიმების მომსახურებაში, მათ მიერ ცრუ დიაგნოზების დასმაში, შეკვეთილ სტატიებში რა თანხებია გადახდილი ეს თვითონ მიშამ იცის.

„წლის სკანდალი!!! ცოტა ხნის წინ პრეზიდენტყოფილმა გვამცნო, თურმე მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას დედა გიული ყიდის, რადგან ადვოკატებისთვის გადასახდელი თანხა ოჯახს არ აქვს. ჩვენ მიჩვეულები ვართ მიშასგან უარეს ტყუილებს, მაგრამ აქ შეცდა, ამერიკაში ლობისტური საქმიანობა ოფიციალურად დაშვებული და საჯაროა.

წარმოუდგენელია, ჩვენ რომ 20000$-იან კონტრაქტად გვასაღებდნენ, 1 000 000$ ყოფილა დახარჯული მიშას ციხიდან გამოხსნის “სპეცოპერაციაში,” აქედან დაქირავებული ექიმების მომსახურებაში, მათ მიერ ცრუ დიაგნოზების დასმაში, შეკვეთილ სტატიებში რა თანხებია გადახდილი ეს თვითონ მიშამ იცის. მივმართავ ქალბატონ გიულის, მოახსენოს საქართველოს მოსახლეობას, საიდან აქვს სააკაშვილ-ალასანიების ოჯახს მილიონი დოლარი, რომელიც გადაუხადა ამერიკელ ლობისტებს, სასწრაფოდ გახადოს საჯარო და წარმოადგინოს თანხის წარმომავლობა!“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ვინც რეალურად მის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნავს, აგინებს, დაჭერით ემუქრება და ფიზიკურად ძალადობს – ვატო შაქარიშვილი
Next: ყველამ გაიგო, რომ სააკაშვილის ირგვლივ არსებული აყალ-მაყალი თურმე მილიონი ღირს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.