IMG.GE ___________________________________ IMG.GE

უკრაინული სააგენტოს მიერ გავრცელებულ სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერს  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლის. სუს-ის პრესსამსახურში საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადეს, რომ  გავრცელებული აუდიოჩანაწერით გამოძიება დაინტერესდება.

უკრაინულმა გამოცემამ Obozervatel-მა გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზეა საუბარი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება