Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა

მარშალ პრესი 08/02/2023
2

კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.

„საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოსცა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკების მოწყობას. უკვე მომზადებულია თანამედროვე, მაღალი სტანდარტების პროექტი, რომელიც თბილისის ურბანული ტყის განვითარების გეგმის ნაწილია.

პროექტი ითვალისწინებს მარკირებული და სპეციალური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

ველობილიკი მოეწყობა საერთაშორისო სამთო ველოფედერაციის დოკუმენტის მიხედვით, ხოლო საფეხმავლო ბილიკი – ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად“, – განაცხადა მერმა და საზოგადოებას შესაბამისი ვიზუალური მასალა წარუდგინა.

მისივე თქმით, უცხოეთში მსგავსი პროექტები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მერის განმარტებით, ბილიკების მოწყობის პროცესში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ბუნებრივი მასალები და მინიმუმამდე დაიყვანება რელიეფისა და გარემოს ცვლილება რკინისა და ბეტონის საფარით. „ვინაიდან ქვეითები ხშირად სარგებლობენ კუს ტბის სამანქანე გზით, აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს მათ უსაფრთხოებასაც. ტერიტორიაზე მოვაწყობთ საპიკნიკე ზონებსაც“, – განაცხადა კახა კალაძემ. მერის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

Post navigation

Previous: სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს თურმე და როგორ დააანონსა? – დარეჯან ცხვიტარია ლევან ხაბეიშვილზე (ვიდეო)
Next: ქართულ საზოგადოებას მინდა დავუსვა ღრმად სამსჯელო შეკითხვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.