IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენისა და შუღლის გავრცელების ხელის შეშლისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა წინასაარჩევნოდ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენონ.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს “პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო ბანერთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა.

„ძალიან პრობლემურია ზოგადად მსგავსი გზავნილები წინასაარჩევნო პერიოდში. წინა არჩევნების დროსაც სახალხო დამცველი თავის ანგარიშში საუბრობდა, რომ სამწუხაროდ, ქსენოფობიური განცხადებები კეთდებოდა სხვადასხვა პარტიების მხრიდან. ამ პარტიის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, გამოირჩევიან მსგავსი განცხადებებით. მიმაჩნია, რომ ნამდვილად არის პრობლემური. ვფიქრობ, რომ ცესკომ და იმ უწყებებმა, რომლებსაც ევალებათ ,რომ წინასაარჩევნო კამპანია იყოს დაცლილი სიძულვილის ენისგან, ყველანაირი პრევენციული ზომები გაატარონ, რათა არ გაღვივდეს შუღლი და არ იყოს სიძულვილის ენის გამოყენება წინასაარჩევნოდ. ვფიქრობ, ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება