Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი იმუქრება, რომ მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს მძიმე დღეები ელოდება

მარშალ პრესი 07/02/2023
ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი იმუქრება, რომ მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს მძიმე დღეები ელოდება. ამის შესახებ კეზერაშვილის დანიშნულმა თავმჯდომარემ დღეს, საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის კანცელარიასთან იმართება.

„პუტინის მსახურებმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ძალიან მძიმე დღეები ელოდებათ წინ. პროტესტი იქნება ყველგან, სადაც ეს ადამიანები იქნებიან და მშვიდობიანად, ისე ლაღად, როგორც აქამდე აკეთებდნენ სხვადასხვა ადგილებში შეკრებას, სხვადასხვა ადგილებში ბრიფინგების გამართვას, ასე ვერ იქნება და ვერ გაგრძელდება. ასევე, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, დღეს, 21:00 საათზე, საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რაიონში, ქალაქში, კონკრეტულ ლოკაციებს, კონკრეტულ საათებს, დღეებს.

ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონში. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ასეთ მდგომარეობაში ვართ, როცა პუტინის დავალებით კლავენ პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს. პოლიციის კორდონით, სპეცდანიშნულების რაზმებით მოუწევთ დაძინებაც და გაღვიძებაც“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

Post navigation

Previous: აქამდე მივედით, მკვლელი და მწამებელი სისტემის რეჟიმის შემქმნელს ჩვენ ვეხვეწებით რომ საჭმელი ჭამოს – მამუკა მდინარაძე
Next: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ოზაანის, გამარჯვებისა და თავწყაროს დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.