Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავუშვათ, გაეშვა სააკაშვილი სამკურნალოდ სასამართლოს, მაშინ ვარდებით გალამაზებული მოეჩვენებოდა ჩვენი დროშა?

მარშალ პრესი 07/02/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

„თუ არ იცის ახლა მაინც მიხვდეს, მისი „სიყვარულისთვის“ სხვა ქვეყნის სახელმწიფოს დროშის შეურაცხყოფა საკმაოდ სერიოზულ დანაშაულად ითვლება?!“– ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ლიზა იასკოს განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მხოლოდ ახლა მოეჩვენა საქართველოს დროშა სისხლიანი.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, უკრაინის ოფიციალური პირების მხრიდან არაერთი უმსგავსობა გაგვიგია, მაგრამ რადას დეპუტატმა პირდაპირ დროშაზე მიიტანა იერიში- ძალიან ზედმეტები მოსდით ზოგიერთ უკრაინელს, იმდენად ზედმეტები რომ ვეღარ გაარჩევ ჩვენი ქვეყნის “სიყვარულით” თუ სიძულვილით!

„მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანიო? დაუშვათ, გაეშვა სააკაშვილი სამკურნალოდ სასამართლოს, მაშინ ვარდებით გალამაზებული მოეჩვენებოდა ჩვენი დროშა? ისე ნამდვილად უმჯობესი იქნებოდა, რომ სანამ სიყვარულის მორევში გადაეშვებოდა ქალბატონი იასკო, დაედგინა თვითონ სააკაშვილს ხომ არა აქვს სისხლიანი ხელები? ან იქნებ აჯობებდა მუხლებში ჩავარდნოდა მის „რაინდს“ და ეთხოვა არ შეპარულიყო საქართველოში არეულობის მოსაწყობად?

არც ის აწყენდა თუ არ იცის ახლა მაინც მიხვდეს, მისი „სიყვარულისთვის“ (ასეთები კი მიშას ბევრი ჰყავდა!), სხვა ქვეყნის სახელმწიფოს დროშის შეურაცხყოფა საკმაოდ სერიოზულ დანაშაულად ითვლება?! უკრაინის ოფიციალური პირების მხრიდან არაერთი უმსგავსობა გაგვიგია, მაგრამ რადას დეპუტატმა პირდაპირ დროშაზე მიიტანა იერიში- ძალიან ზედმეტები მოსდით ზოგიერთ უკრაინელს, იმდენად ზედმეტები რომ ვეღარ გაარჩევ ჩვენი ქვეყნის “სიყვარულით” თუ სიძულვილით!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ესღა გვაკლდა რაა – ზურაბ ქადაგიძე
Next: ჩვენი ამოცანა არის გადავლახოთ 10 000 დოლარიანი ნიშნული, ჩვენი ოპონენტების მთავარი ამოცანაა, რომ გაგვყინონ ერთ ადგილზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025