IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ივლისში, მართალია, ჯერ კიდევ გვაქვს ვარდნა, რადგან წლევანდელი წელი ვერ იქნება პოზიტიური, მაგრამ მაჩვენებელი არის -5.5%, რაც სამჯერ უფრო ნელი ვარდნის მაჩვენებელია, ვიდრე – აპრილის მაჩვენებელი, – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“თუ მიადევნებთ თვალ-ყურს, თვიდან თვემდე, როგორ სუსტდებოდა ეკონომიკის შემცირების ტემპი, პოზიტიურ დინამიკას თვალნათლივ დაინახავთ. მაგალითად, აპრილში გვქონდა -16.6%, მაისში -13.5%, ივნისში, მაშინ, როცა პრაქტიკულად, მოვხსენით შეზღუდვები, იყო -7.7% და ივლისში – 5.5%. ანუ, პრაქტიკულად, სამჯერ გაუმჯობესდა და გაჯანსაღდა ჩვენი ეკონომიკა“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება