Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა.

მარშალ პრესი 12/04/2022
skola
🇬🇪🇺🇦 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა.
📚 დღეიდან უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა.
🔹 სექტორის გახსნის ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უკრაინელ მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცა ახალი სექტორის დაფუძნება.
🔸 უკრაინულენოვანი სექტორის გახსნის ღონისძიებას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს. კასიანოვის თქმით, ქართულმა მხარემ უმოკლეს დროში უზრუნველყო უკრაინულენოვანი სექტორის გახსნა, რაც უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულებაა.
🌐 ვრცლად იხილეთ: https://mes.gov.ge/content.php?id=12908&lang=geo

Continue Reading

Previous: მარიამ ლაშხი: სრულად მობილიზებულია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე საკანონმდებლო ორგანო, რათა სწრაფად და დროულად იყოს შევსებული კითხვარი
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესათან ერთად, სოფელ ახალსოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა.

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025