Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლიზა იასკოს განცხადება ვერ დარჩება პასუხგაუცემელი – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 07/02/2023
დავით ქართველიშვილი

2021 წლის 11 ნოემბერს, როდესაც რუსეთის ერთ-ერთი პოლიტიკური თოქ-შოუს სტუდიაში წამყვანების ფეხქვეშ იყო გაფენილი საქართველოს სახელმწიფო დროშის ჰოლოგრამა – ამას მყისიერად მოჰყვა იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ადეკვატური რეაგირება და პროტესტი. ამ ფაქტს ჩვეულ სტილში ერთი კვირა ატრიალებდნენ ყველა ბრუნვაში სექტა-მედიები – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებაზე.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ლიზა იასკოს ცინიკური განცხადებები საქართველოს სახელმწიფო დროშის მიმართ, არ და ვერ დარჩება პასუხგაუცემელი. „2021 წლის 11 ნოემბერს, როდესაც რუსეთის ერთ-ერთი პოლიტიკური თოქ-შოუს სტუდიაში წამყვანების ფეხქვეშ იყო გაფენილი საქართველოს სახელმწიფო დროშის ჰოლოგრამა – ამას მყისიერად მოჰყვა იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ადეკვატური რეაგირება და პროტესტი.

ამ ფაქტს ჩვეულ სტილში ერთი კვირა ატრიალებდნენ ყველა ბრუნვაში სექტა-მედიები. შემდეგ მოხდა უბედურება – დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველოს სახელმწიფო დროშას კვლავ ხვდა წილად მეტამორფოზები: მისი საქართველოს “სახელმწიფო დროშის კანონით” გათვალისწინებული ფერები მასობრივად გადაიღება ლურჯ-ყვითელ კოლორაჟით. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სიმბოლიკის ხელყოფა კანონით ისჯება – გასაგები მიზეზების გამო და უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად, ამასაც არ ვიმჩნევდით. მაგრამ ამ ჯერზე, საქართველოს დროშაზე “რიტუალური ცეკვები” და ვაქჰანალია უნდა შეწყდეს – გინდ რუსეთიდან და გინდ უკრაინიდან. ქვეყნის შეურაცხყოფას, დისკრედიტაციას და მის მიმართ ტოტალურ უპატივცემულობას – წერტილი უნდა დაესვას. ელიზავეტა იასკოს ცინიკური განცხადება საქართველოს სახელმწიფო დროშის მიმართ არ და ვერ დარჩება პასუხგაუცემელი!“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: მიხეილ სააკაშვილის ბოლო მეუღლე ზნედაცემულად აცხადებს, რომ თურმე “საქართველოს დროშა სისხლიანია”
Next: ესღა გვაკლდა რაა – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.