IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სამოქალაქო აქტივიასტი მანჩო გიორგობიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს,სადაც ასახულია გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის გადაადგილება და წერს:

“დაიდო ფაქტი, როგორ შედიან ეს სახელმწიფო ნომრებიანი მანქანები შავნაბადას ბაზაზე…
ეს ვიდეო იმ გზააბნეული ადამიანებისთვის, ვინც დაიჯერა , რომ სუს-ის მანქანები “23 წლის გოგოს დაჰყვებოდნენ, რომელმაც საიდუმლო ფაილებში შეაღწია შემთხვევით…”
საცოდავ ბაჩალიაშვილს მალე ქართული ვიკილიქსის ორგანიზატორად გამოაცხადებენ , ალბათ… ნეტავ ტერორისტებთან კავშირში არ ამხელდნენ საკუთარი ოჯახის წევრები და ასანჟის პარტნიორობა, ჯანდაბას!..
—————————————

“რაც შეეხება ოჯახის განცხადებას გარკვეული გზის მონაკვეთზე სამი ავტომანქანის გადაადგილებასთან დაკავშირებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან. აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე”.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება