IMG.GE IMG.GE

რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 20 ივნისთან დაკავშირებით საკუთარ ტელეგრამის არხზე ვიდეომიმართვას ავრცელებს:

“ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ გადავლახოთ ეს მძიმე სიტუაცია, მე მჯერა რომ რიგირთმა მოქალაქეებმა უნდა მისცენ, ჩვენთვის ახლობელი ქვეყნის, საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებლობა დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში, შეაჩერონ ისინი ვინც შარშან აწყობდა სახელწმიფო გადატარილებას, ანტიმართმადიდებლური, ანტიქრისტიანული და რუსოფობური ლოზუნგებით.

ჩვენ არ მოვითხოვთ პატიებას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ბოდიში აუცილებელია, ასამბლეის მონაწილე დეპუტატებისთვის, რუსეთისთვის და რუსეთის პრეზიდენტითვის, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს.

ეს არის აუცილებელი წინაპირობა პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენისთვის, ასევე აუცილებელია სიმამაცე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას საბოლოოდ ჩამოანგრიოს რევანშისტების გეგმები, რომლებიც ქვეყნიდან გაძევებულ ყოფილ პრეზიენტთან ერთად ცდილობენ გაანადგურონ დემოკრატია და იყოს საქართველოში ავტორიტარიზმი.

მე მჯერა, რომ ქართველი ხალხის ინტერესებშია, რუსეთთან ურთიერთპატივსცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენა, ჩვენ არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი. ბინძური პროვოკაციების მომწყობებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ახლა უნდა ვიფიქროთ, როგორ ავაშენოთ ურთიერთობები განათლების, კულტურის, ბიზნესის, ტურიზმის საკითხებში, ეს არის სტრატეგიული მიმართულება ჩვენი ხალხებითვის, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება.

ჩვენ არ გვახსოვს წყენა, ჩვენ გვახსოვს ხალხის და დეპუტატების სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამდნენ ჩვენ მიმართ საქართველოში. ჩვენ გვახსოვს ძალოვნები, რომლებმაც გადაარჩინეს ჩვენი სიცოცხლე.მე ვფიქრობ, რომ საჭიროა პატარა ნაბიჯი, რომ ჩვენი ძმობა გაგრძელდეს არა კულუარებში არამედ ღიად”, – ამბობს გავრილოვი ვიდეომიმართვაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება