Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ,,ასკანგელ ალიანსის” ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

მარშალ პრესი 07/02/2023
329763066_717278476521884_6069051227974631675_n

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსთან ანდრო ასლანიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ დვაბზუში ,,ასკანგელ ალიანსის” ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა.

,, ასკანგელ ალიანსის” ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია გურიის რეგიონიდან. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში წარმოებული ნედლეული ფართოდ გამოიყენება როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში“-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ქართული ბენტონიტური თიხა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. იგი გამოიყენება მანქანათმშენებლობაში, ღვინის ფილტრაციისთვის და ნავთობის მოპოვებაში. საწარმოში 130 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია.

Post navigation

Previous: ახლა მომეჩვენა, ეს დროშა სისხლით დაფარულია – ლიზა იასკო საქართველოს დროშაზე
Next: წაკუზული ჯორი და “ტრუხა” აქლემი – ვინ რომელია?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.