IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 72 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგის ინფორმაციით,  კვლევა ჩაუტარდა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება