Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნება“: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო

მარშალ პრესი 06/02/2023
ქართული ოცნება“

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს. პარტია უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და თურქ ხალხს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა.

მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

Post navigation

Previous: ფრთხილად ქალბატონო, ისე არ მოგექცეს ეს “ბრბო” როგორც იმსახურებთ – ზურაბ ქადაგიძე
Next: ეს ის ნონა წოწორიაა, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატში მეგის ქარდავასთვის ყალბი დოკუმენტის გაცემაში მონაწილეობდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.