Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი
  • შემთხვევა

წინასწარი ინფორმაციით, თურქეთში და სირიაში მომხდარ მიწისძვრას 1400-ზე ადამიანი ემსხვერპლა

მარშალ პრესი 06/02/2023
220

წინასწარი ინფორმაციით, თურქეთში და სირიაში მომხდარ მიწისძვრას 1400-ზე ადამიანი ემსხვერპლა.

ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა ქალაქ გაზიანთეპში მოხდა, რომელიც იგრძნობოდა ბევრ დიდ ქალაქში, როგორიცაა კაჰრამანმარაში, ნევშეჰირი, კაისერი, ანკარა, ადანა და ჰატაი.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 4:17 საათზე მოხდა, რომლის სიმძლავრეც 7.4 მაგნიტუდა იყო. CNN – თურქეთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, განმეორებითი ბიძგების რაოდენობა 50 იყო, ამათგან ყველაზი მაღალი მაგნიტუდა მხოლოდ ერთს ჰქონდა, 6.6 და ის დილის 8 საათზე განმეორდა.

კიდევ ერთი მიწისძვრა კი ცოტა ხნის წინ მოხდა, რომლის სიმძლავრემაც 7.7 მაგნიტუდა შეადგინა.

დაღუპულთა და დაშავებულთა მონაცემები ყოველ წუთში შეიძლება შეიცვალოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ დაეხმაროს თურქულ მხარეს.

ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება

Post navigation

Previous: ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება
Next: “დაჭიმული” ხაბე და ტვ პირველის ჟურნალისტი – ახალ “ნაციონალებსა” და ტვ პირველს” ურთიერთობა დაეძაბათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.