IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ვარკეთილის ზემო პლატოზე გახსნილი კიდევ ერთი ახალი სკვერი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ზემო პლატოს N51ბ კორპუსის მიმდებარედ 610 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სკვერში საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, გამწვანებული ზოლები გამოიყო და მოეწყო გარე განათების სისტემა.

პროექტის ღირებულება 91 620 ლარია. სამუშაოები სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „არბა“ შეასრულა.

მიმდინარე წელს სამგორის რაიონში 4 სკვერის მოწყობა დასრულდა და 8 პროექტი მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება