ირინა სარიშვილი სააკაშვილის მოსამართლეს მიმართავს, რომ აირჩიოს, გახდეს გმირი ან ხელი მოაწეროს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სამარცხვინო ლაქად დარჩება როგორც პირადად მისი ასევე საქართველოს ისტორიაში.
“მივმართავ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომლის ამომრჩეველიც ვარ, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ხელისუფლების ნებაზე გაივლის და მისი დაკვეთით მიიღებს გადაწყვეტილებას, ხვალინდელი დღე უნდა გახდეს გარდამტეხი და უნდა დაიწყოს სრულიად ახალი ბრძოლა, ახალი პროცესი, მშვიდობიანი რა თქმა უნდა.
ასევე, მივმართავ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, ვის ვინ გიყვართ, ვინ მოგწონთ, ვინ არ მოგწონთ. თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ მოკლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი”- განაცხადა ირინა სარიშვილმა დღეს, ტვ “პირველი”-ს ეთერში.
