IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას შტაბში დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების გეგმა გაასაჯაროვეს. ამის შესახებ ციხანოვსკაიას შტაბის წევრებმა სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრეს.

„ჩამოყალიბდება დროებითი მთავრობა, აღდგება 1994 წლის კონსტიტუცია, რის შემდეგაც შეიქმნება პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, – განაცხადეს ბელარუსი ოპოზიციონერის შტაბში.

დღესვე, სვეტლანა ციხანოვსკაია შეხვდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოს, რომელიც ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფებოდა.

„ბელარუსის ოპოზიცია მთავრობასთან დიალოგისკენ ისწრაფვის“, – დაწერა შევხედრის შემდეგ მინისტრმა „ტვიტერის“ გვერდზე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE