Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

სააკაშვილი-ალასანიების ომის პარტია აღარ მალავს თავის ვერაგულ ზრახვებს

მარშალ პრესი 05/02/2023
გია აბაშიძე

სააკაშვილი-ალასანიების ომის პარტია აღარ მალავს თავის ვერაგულ ზრახვებს დაუპირისპირდეს საქართველოს ხალხს. ეს არცაა გასაკვირი, ნაცრეჟიმის ცხრაწლიან პერიოდში, მიხეილ სააკაშვილს, დედამისს და ჩეკისტ ბიძამისს არ ადარდებდათ ჩვენი ქვეყანა და მისი საზოგადოება, – წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„რევანშისტების სექტა ახლა მზადაა ომი გამოუცხადოს ქართველ ხალხს, რათა დაიხსნას ბოროტი კლოუნი სააკაშვილი და სცადოს ამ გზით ხელისუფლებაში მობრუნება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ სახელმწიფოს მისამართით ამ დაუსრულებელ მუქარებს უნდა გაეცეს კანონიერი პასუხი! კმარა ავაზაკი „ლუზერების“ შანტაჟი!“, – წერს აბაშიძე facebook-ზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მხრიდან ომის შესახებ მუქარას გამოეხმაურა. პატიმარი ექსპრეზიდენტის დედის განცხადებით, მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგს მოიტანს და შეცვლის არსებულ ვითარებას.

Post navigation

Previous: ახალი კამპანია დაიწყეს ამ ნაძირლებმა – ზურაბ ქადაგიძე სააკაშვილის გარემოცვაზე
Next: ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს და ტელეკომპანია “ფორმულა”-ს პასუხობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.