Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

თეთრი სახლი: ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი არ იგეგმება

მარშალ პრესი 12/04/2022
ჯო ბაიდენ

თეთრი სახლი არ გეგმავს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უკრაინაში გამგზავრებას მას შემდეგ, რაც მისი ბრიტანელი კოლეგა კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ ამჟამად არ ვგეგმავთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის უკრაინაში გამგზავრებას“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ.

9 აპრილს, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევს ეწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დაათვალიერა დედაქალაქის ქუჩები. ევროკავშირის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე ეწვია კიევსა და ბუჩას.

ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტზე უფრო მნიშვნელოვანი იარაღის მიწოდება და მხარდაჭერაა.

„უკრაინის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვაჩქარებთ იარაღის მიწოდებას და მათ ვუწევთ საჭირო დახმარებას. ეს არის ის, რაზეც ჩვენი ყურადღებაა გამახვილებულია“, – აღნიშნა მან.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე იყვნენ ტერორისტული სისტემის შემადგენელი ნაწილი საქართველოში
Next: კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ მარნის უნიკალური კულტურის სახლის აღდგენის პროექტირება დასრულდა და მისი რეაბილიტაცია იწყება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025