Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“მეორე ფრონტის” გახსნის სურვილი პირდაპირ გამოთქვა მეხუთე კოლონის მარგინალმა, უპრინციპო ვერცხლისმოყვარე გუბაზ სანიკიძემ

მარშალ პრესი 04/02/2023
გია აბაშიძე

“მეორე ფრონტის” გახსნის სურვილი პირდაპირ გამოთქვა მეხუთე კოლონის მარგინალმა, უპრინციპო ვერცხლისმოყვარე გუბაზ სანიკიძემ – ექსპერტი გია აბაშიძე გუბაზ სანიკიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ასეთი მოღალატეები, მშვიდობისმოძულე რევანშისტები ჰყავს საქართველოს სამარცხვინო ნაცოპოზიციას. თუმცა, მათი ვერანაირი მზაკვრული გეგმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ვერ აღსულდება.

“მეორე ფრონტის” გახსნის სურვილი პირდაპირ გამოთქვა მეხუთე კოლონის მარგინალმა, უპრინციპო ვერცხლისმოყვარე გუბაზ სანიკიძემ. მისი მენტორი ჩეკისტი თემურ ალასანიაა.
„კავკასიის“ ეთერში ამ ტრაგიკომიკურმა სუბიექტმა თქვა: აქ ბევრი ვაპირებთ ომს. ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აფხაზეთის, ცხინვალის, ვეტერანებთან…უკრაინაში რამდენიმე ათასი ქართველი რომ იბრძვის, მეორე დღესვე აქ გაჩნდებიან და დამხმარეც ეყოლებათ – მთელი ცივილიზებული სამყარო…და მოგექცევით ისე, როგორც მოვექცევით შემოჭრილ რუსებს აქ, უარესად, გაიგეთ ეს, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ფიზიკურად, სინდისი და ნამუსი რომ არ გაგაჩნიათ, გავიგე, ზნედაცემული ხალხი ხართ, გავიგე, მაგრამ ვირთხის ინსტინქტები ხომ გაქვთ? მოგექცევით ისე, როგორც ექცევიან უკრაინაში კოლაბორანტებს, მეტი რა გითხრათ, ამ ქვეყანას არ დავთმობთ, ამ ქვეყანას ამ ერის უმრავლესობა არ დათმობს.

აი, ასეთი მოღალატეები, მშვიდობისმოძულე რევანშისტები ჰყავს საქართველოს სამარცხვინო ნაცოპოზიციას. თუმცა, მათი ვერანაირი მზაკვრული გეგმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ვერ აღსულდება. „აუტსაიდერებს“ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. ბლეფია კრებსითი სანიკიძეების ნებისმიერი გეგმა-მუქარა! თუმცა, რაც მეტს იყრანტალებენ, მით უკეთესი ხალხის ინფორმირებულობისთვის“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.

Continue Reading

Previous: თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად – ეს არის მუქარა
Next: „აქ ბევრი ვაპირებთ ომსო“- ამბობს გუბაზ სანიკიძე – ლევან ნიკოლეიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025