Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ხალხის ძალის“ მომზადებული კანონით წერტილი უნდა დაესვას იმ ცილისწამებას, სიყალბეს, დეზინფორმაციას, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს და მის ძირითად ინსტიტუტებს აკნინებს

მარშალ პრესი 04/02/2023
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, „დიდ გადაცემაში“ სტუმრობისას, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც რომელიც მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, კანონპროექტი ეფექტურად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე – მასზე სათანადო რეაგირებას.

„ძალიან კარგი კანონებია საფრანგეთში პრესის შესახებ – თუ ვინმემ გაბედა და ცილი დასწამა ამა თუ იმ სახელმწიფო ინსტიტუტს, მოსამართლე ამ ცილისწამებას 48 საათის განმავლობაში განიხილავს და ჯარიმა 145 000 ევროა. „ხალხის ძალას“ საგაზაფხულო სესიისთვის გამზადებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას იმ ცილისწამებას, სიყალბეს, დეზინფორმაციას, რომელიც რეპუტაციულ ზიანს აყენებს სახელმწიფოს და აკნინებს მის ძირითად ინსტიტუტებს – თავდაცვას, სასამართლო სისტემას, პენიტენციურ სისტემას და ა.შ. ეს იქნება ძალიან სერიოზული ბერკეტი იმისთვის, რომ არ და ვერ გაგვიბედონ!“, – აცხადებს დავით ქართველიშვილი.

აღნიშნული კანონპროექტის გარდა, „ხალხის ძალა“ მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოში უცხოური დაფინანსებით მოქმედი ენჯეოების საქმიანობას ეხება. დოკუმენტი პარლამენტში იანვარში დაინიცირდება. კანონპროექტი არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. კანონპროექტში აგრეთვე აისახება რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნულ სფეროში.

Post navigation

Previous: ათამდე ევროპარლამენტარს ხელში სააკაშვილის ბანერები დააჭერინეს
Next: იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებით შეფასდეს, რას გვახვევენ თავს? – კანონი და კონსტიტუცია დაარღვიეთ და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთო!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.