Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკრაინაში მასობრივი საკადრო წმენდა დაიწყო – თამთა მეგრელიშვილი

მარშალ პრესი 03/02/2023
თამთა მეგრელიშვილი

„ომი ყველაფერს ჩამოწერს?! სამწუხაროდ არა… უკრაინაში მასობრივი „საკადრო წმენდა“ დაიწყო,“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს და იმ პირთა არასრულ ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა სახლებსა და ოფისებში 1 თებერვალს თითქმის ერთდროულად ჩაატარეს ჩხრეკა უკრაინელმა სამართალდამცველებმა.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, სწორედ კორუფციის გამო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ოფიციალურ ვებგვერდზე გენერალური ინსპექტორის ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

„ომი ყველაფერს ჩამოწერს?!
სამწუხაროდ არა…
უკრაინაში მასობრივი „საკადრო წმენდა“ დაიწყო.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი, იჰორ კოლომოისკი, სახალხო დეპუტატი სტოლარი – ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა სახლებსა და ოფისებში 1 თებერვალს თითქმის ერთდროულად ჩაატარეს ჩხრეკა უკრაინელმა სამართალდამცველებმა.
ასევე ეჭვმიტანილად გამოცხადდა ქვეყნის ენერგეტიკისა და ქვანახშირის მრეწველობის ყოფილი მინისტრი, იჰორ ნასალიკი, რომელმაც სახელმწიფოსათვის საზარალოდ 1,5 მილიარდი ჰრივნის გარიგება დადო უკრაინელ ოლიგარქ დმიტრი ფირტაშის კომპანიასთან.
ჩატარებული “ოპერაცია” ქვეყნის საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მთელი ხელმძღვანელობის გადაყენებით დასრულდა.
გადაყენებულია უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ვიაჩესლავ დემჩენკო და მისი ორი მოადგილე, ასევე სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ტატიანა კირიენკო.

უკრაინაში ომი მძვინვარებს და კორუფცია ყვავის, სწორედ ამიტომ
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ოფიციალურ ვებგვერდზე გენერალური ინსპექტორის ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

კერძოდ, მითითებულ ნომრებზე უკრაინელებს შეუძლიათ ინფორმაცია მიაწოდონ უკრაინაში დარღვევებზე, რომელიც კორუფციას, თაღლითობა, თანხის გაფლანგვას და სხვა საკითხებს ეხება.

ომი ყველაფერს ჩამოწერს?!
როგორც ჩანს არა.“- წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ბატონო შალვა, ასეთი “კრასავჩიკი” მეტროსექსუალი როგორ დადექით? – ნინო ნადირაძე შალვა ხაჭაპურიძეს (ვიდეო)
Next: წარმოიდგინეთ, შარშან რომ გვქონოდა 10%-იანი ვარდნა, ეს შეიძლება საქართველოში ვითარების არევის ერთ-ერთი საბაბი გამხდარიყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.