IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს კითხვით, თუ რატომ არ იყო ირმა ინაშვილი კარანტინში მას შემდეგ, რაც ის ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა.

“რა პრივილეგია აქვს ირმა ინაშვილს რომ წითელ ზონაში, აფხაზეთში მყოფი არათუ კარანტინში, თვითიზოლაციაშიც არ მოხვდა?

დეპუტატებს კორონა არ ემართებათ? ან, ნებისმიერი სხვა ოპოზიციის წარმომადგენელს მისცემთ იგივეს უფლებას ?

ირმა ინაშვილი აფხაზეთიდან ჩამოვიდა 16 აგვისტოს. კარანტინში მხოლოდ ერთი დღე გადაიყვანეს. 17 ში დილით წითელი ზონიდან (აფხაზეთიდან) ჩამოსული ირმა და მასთან ერთად მყოფი ყველა პირი უკვე გარეთ იყო”– წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ირმა ინაშვილმა რამდენიმე დღის წინ, კურიერის ეთერში განაცხადა, რომ ის კარანტინში იყო და ტესტირებაც ჩაიტარა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება