IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საფრანგეთის ქალაქ ვალანსაში მყოფი ირა შულაია, საქართველოს ხელისუფლებასს დახმარებას სთხოვს, რათა საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდეს. საკმაოდ მძიმე პოსტი გამოაქვეყნა მან სოციალურ ქსელში, რომელშიც დაწერა, რომ საფრანგეთში მძიმე დაავადების დიაგნოზით, სამკურნალოდ გაემგზავრა, თუმცა განნკურნება ვერ შეძლო, ამიტომ ერთადერთი სურვილი დარჩა, რომ ცოცხალი დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, მაგრამ რეანომობილით მისი გადმოყვანა 30 ათასი ევრო ჯდება, რისი საშუალებაც მას არ აქვს.

“მე ვერ დავამარცხე ვერაგი დაავადება რომელსაც უცხოეთში ვებრძვი ჩემი გადადგილება და საქართველოში ჩამოყვანა რომ ცოცხალი მნახონ ჩემებმა რეამობილითაa მხოლოდ შესაძლებელი, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული 30000ევროსთან. უმორჩილესად გთხოვთ, თუ ვინმესთან ხმა მიგიწვდებათ საქართველოს მთავრობასთან, რომ დამეხმარონ,სამშობლოში ოჯახში დავასრულო სიცოცხლე უღრმესი მადლობა, უფალს ებარებოდეთ ყველა” – წერს ირა შულაია, რომელსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პირად ფეისბუქზე: ამ ბმულზე: https://www.facebook.com/ira.gviniash…

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება