Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოლდოვას პრაქტიკულად ყველაფერში ვუსწრებთ, ნებისმიერი კრიტერიუმით. მათ შორის არის ე.წ. ფუნდამენტური საკითხები, სადაც ყველგან წინ ვართ

მარშალ პრესი 03/02/2023
ირაკლი კობახიძე

მოლდოვას პრაქტიკულად ყველაფერში ვუსწრებთ, ნებისმიერი კრიტერიუმით. მათ შორის არის ე.წ. ფუნდამენტური საკითხები, სადაც ყველგან წინ ვართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო მიღებული არა პოლიტიკური კუთხით, არამედ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, საქართველო კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებდა. კობახიძის განმარტებით, ამას ადასტურებს ევროკომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში.

„ობიექტური კრიტერიუმები ადასტურებს, რომ საქართველოს ყველანაირად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება მოლდოვასა და უკრაინას, მოლდოვას პრაქტიკულად ყველაფერში ვუსწრებთ, ნებისმიერი კრიტერიუმით. მათ შორის არის ე.წ. ფუნდამენტური საკითხები, სადაც ყველგან წინ ვართ. ასევე, შედარებით მეორე ხარისხოვანი თემები რაც არის, იქაც ვუსწრებთ მოლდოვას. ანუ, მოლდოვას ყველაფერში ვუსწრებთ და ძალიან დიდია და თვალსაჩინოა ის სხვაობა, რაც არსებობს საქართველოსა და მოლდოვას შორის.

რაც შეეხება უკრაინას, გვესმის, რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაშია და გარკვეულ სფეროებში მას ასე, ვთქვათ ხელის წაკვრა სჭირდებოდა, რასაც ვხედავთ. მაგალითად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უკრაინა ჩვენზე წინაა. ამის არ უნდა შეგვშურდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა.

Post navigation

Previous: ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას
Next: Factcheck-ის მიზანი უნდა იყოს სიმართლის დადგენა, თუმცა ისინი არიან ერთ-ერთი მთავარი გამყალბებლები ამ ქვეყანაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.