Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არის წითელი ხაზი – რატი ბრეგაძის პასუხი უკრაინის პრეზიდენტს

მარშალ პრესი 03/02/2023
რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

მისი თქმით, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს ყველაფერი გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ და პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას. ნებისმიერს შეუძლია ისაუბროს ის, რაც უნდა, ოღონდ არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტი: როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს ყველაფერი გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. ამ შემთხვევაში ვპასუხობ, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასაც. როდესაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რომლის ხალხსაც ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და თანავუგრძნობთ ამ ომის გამო და მაქსიმალური კეთდება საქართველოს მხრიდან იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს საქართველო დაუდგეს გვერდით, ძალიან საწყენი არის მსგავსი ტიპის განცხადების მოსმენა, რომელიც არ არის გამყარებული ფაქტებით. წამების დაბრალება არის წითელი ხაზი. ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი ყველამ ერთად ჩავხურეთ 2012 წელს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

Post navigation

Previous: საუკუნის ამბავი – ელისო კილაძე და ლევან ხაბეიშვილი შერიგდნენ
Next: ფორიაქში ერთი რამ დაავიწყდათ    „გადმომტრიალებლებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.