Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მე არ ვენდობი მოსკოვში განათლება მიღებულ ჩემი ასაკის ადამიანებს – თინა ხიდაშელი გიორგი გახარიაზე

მარშალ პრესი 02/02/2023
თინა ხიდაშელი

მე არ ვენდობი მოსკოვში განათლება მიღებულ ჩემი ასაკის ადამიანებს, დედაჩემის ასაკის ადამიანებს ვენდობი, რადგან მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ხიდაშელის თქმით, მას არასდროს დაუმალავს თავისი განწყობა გიორგი გახარიას მიმართ. “ჩემთვის ის არის საქართველოს პირველი რუსეთის კაცი პრემიერი. ჩვენ მანამდე ასე ღიად რუსულ ორბიტაზე მყოფი კაცი პრემიერად არ გვყოლია.” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

წამყვანის შეკითხვაზე რუსეთში განათლების მიღების გამო, იგივე დამოკიდებულება აქვს თუ არა ელენე ხოშტარიას მიმართ, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ “ეს ყველას ეხება”.

“მე არ მაქვს ნდობა იმ ადამიანების, რომლებიც არიან ჩემი ასაკის ან ჩემზე პატარები და არჩევანს მოსკოვის სასარგებლოდ აკეთებენ.”- განაცხადა ხიდაშელმა.

Post navigation

Previous: თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს, ერთ-ერთი ვარ აქ – ნიკა მელია
Next: უნდა დადებულიყო საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას შეფასების დოკუმენტი, თუმცა ამ წუთამდე არ გამოუქვეყნებიათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.