IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დეკანოზი თამაზ ლომიძე თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დეკანოზი წერს, ახლობლებს 11 წლის ბიჭის გადარჩენა შეეძლოთ, მაგრამ გულგრილობით გაწირეს.

„რამ გაუქვავა ამ ხალხს ასე გული და რამ დაუჩლუნგა ასე აზროვნება?! იციან, რომ მათ გვერდით 11 წლის ბავშვს ყოველდე სცემენ, სტანჯავენ, კლავენ და ლაჩრულად გაყუჩებულნი არიან. რა გული გითმენს ნათესავს, მეზობელს ან უბრალოდ შემსწრეს ბავშვს როცა სცემენ და შენ ხმას არ იღებ და არ ეხმარები?! რამ გამოგაშტერათ ასე? ჩემს პირად მტრად ჩავთვლიდი, თავზეხელაღებულივით დავუპირისპირდებოდი და ყოველდღე გამოვიძახებდი პოლიციას, სანამ იმ საწყალ ბავშვს არ წავართმევდი იმ ლოთ და მოძალადე მამას. დამთავრდა, აღარ ეკუთვნის არცერთ მოძალადე მშობელს შვილი. ამათ კი შეეძლოთ ბავშვის გადარჩენა და გულგრილობით და უდარდელობით გაწირეს, გესმით? მოკლეს ბავშვი და ახლა მოსთქვამენ, ეს ვითომ შეწუხებული, მშიშარა მონები”, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება