Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონის მითვისება-გაფლანგვაში

მარშალ პრესი 02/02/2023
ბექა დავითულიანი

ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონის მითვისება-გაფლანგვაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების წინასწარი განზრახვით შეწყალებაში და საქართველოს პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებასა და დავალებაში – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ ზელენსკი ზრუნავს თავის მოქალაქეზე, ჩვენ ჩვენს მართლმსაჯულებასა და მოქალაქეებზე ვზრუნავთ.

“ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, როგორც უკრაინის მოქალაქეზე და მასზე წუხს, როგორც უკრაინის მოქალაქეზე. ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონის მითვისება-გაფლანგვაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების წინასწარი განზრახვით შეწყალებაში და საქართველოს პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებასა და დავალებაში.

შესაბამისად, თუ ის ზრუნავს თავის მოქალაქეზე და წუხს, ჩვენ ჩვენს მართლმსაჯულებასა და მოქალაქეებზე ვზრუნავთ და ამის უფლება გვაქვს. არ უნდა დაავიწყდეს ბატონ ზელენსკის, რომ [სააკაშვილი] უკრაინიდან საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაში პირდაპირ არის ბრალდებული და თავადაც ამას ვერ უარყოფს, გადმოკვეთა უკრაინიდან საქართველოს საზღვარი კანონდარღვევით, შესაბამისად საქართველოს მართლმსაჯულება სრულდება ისე, როგორც ამას მოითხოვს ქართული კანონმდებლობა და ჩვენ ჯერ ჩვენს თავს და სახელმწიფოს ვცემთ პატივს და მერე სხვა ქვეყნებს და მათ მმართველებს“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Post navigation

Previous: იმდენი აგინა გუბაზმა ქართველ ხალხს სააკაშვილის და კეზერაშვილის მედიებიდან – 10 პროცენტით გაიზარდა მთავრობის საქმიანობის მოწონება
Next: საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.