Skip to content
01/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გერმანია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარშალ პრესი 12/04/2022
საქართველო გერმანია

გერმანიასა და საქართველოს ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობის ისტორია აკავშირებს. მიმდინარე წლის 13 აპრილს ვზეიმობთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, – ამის შესახებ აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გერმანია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. 1992 წლის 13 აპრილს, გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ჰანს-დიტრიხ გენშერის თბილისში ვიზიტით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებულ პარტნიორობას. იმ დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველმა ელჩმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ცოტა ხნის შემდეგ კი თბილისში გერმანიის საელჩო გაიხსნა.

2022 წლის 13 აპრილს გერმანიის საელჩო თბილისში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტი ამ იუბილეს აღნიშნავენ პანელური დისკუსიით „30 წელი ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტიდან: გერმანია, საქართველო და ევროპა, როგორც ერთი მთლიანი“. დისკუსიის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი 1995-2003 წლებში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სტრატეგიული კვლევის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თანათავმჯდომარე ირაკლი მენაღარიშვილი და გერმანიის ყოფილი ელჩი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ჰანს-დიტრიხ გენშერის ბიუროს ხელმძღვანელი თომას მატუსეკი განიხილავენ გერმანულ-ქართული ურთიერთობების ისტორიასა და აწმყოს.

ღონისძიება დაიწყება 18:00 საათზე და პირდაპირ ეთერში გადაიცემა გერმანიის საელჩოს ფეისბუქის გვედზე: https://www.facebook.com/DeutscheBotschaftTiflis.

გარდა ამისა, თბილისის სატელევიზიო ანძა განათდება გერმანიისა და საქართველოს დროშების ფერებში.

იუბილესთან დაკავშირებით გერმანიის საელჩომ გამოსცა თანდართული ბროშურა გერმანულ-ქართული მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ“, – აცხადებენ საელჩოში.

Continue Reading

Previous: შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ, კითხვარის 369 კითხვაზე პასუხი ევროკომისიას 9 მაისამდე უნდა გაეგზავნოს
Next: საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025