Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

1 აპრილიდან თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს მგზავრების აყვანა-ჩამოსმა საავტობუსო ზოლშიც შეეძლებათ

მარშალ პრესი 02/02/2023
ტაქსი

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა საავტობუსო ზოლშიც შეეძლებათ, – ამის შესახებ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერია აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს, რათა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებმა საავტობუსო ზოლში გადასვლა და იქიდან მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეძლონ.

„პირველი აპრილიდან ვგეგმავთ, რომ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საავტობუსო ზოლში გადავიდნენ, გააჩერონ, აიყვანონ მგზავრი ან ჩამოსვან. მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლება A კატეგორიის, თეთრი ფერის, შესაბამისი მანიშნებლით აღჭურვილი ტაქსის მძღოლს. ამ მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი გააცნო.

Post navigation

Previous: აბა ჰე – ლяკა, კიკუ, კელი, ხაბე, ლელო, შარვალჩახდილებო! მწყობრად, ერთხმად – გოგა ხაინდრავა
Next: გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.