IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ანალიტიკოსო ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

“დავუბრუნდი კვირის მიმოხილვას და ვფიქრობ დაგროვდა სათქმელი.

ხომ არ მიგვასწავლით სად არის და რასა იქმს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მას შემდეგ რაც პოლიტიკაში დაბრუნებაზე დიდი პომპით გამოაცხადა?! ალბათ იგივეს ვიკითხავთ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელმაც ასევე გვაუწყა მის დაბრუნებაზე. არც ერთს და არც მეორეს, რა თქმა უნდა აზრადაც არ მოსვლიათ შეეტყოთ ხალხის აზრი დიდ პოლიტიკაში მათ დაბრუნებაზე და სხვა ნიშნებთან ერთად ესეც ამსგავსებთ მათ. მარგველაშვილი ქართველებს „დაუნებად“ თვლიდა, სააკაშვილი „ბნელებად და ჩამორჩენილებად,“ ორივეს საკუთარი თავი წარმოედგინა ზეადამიანად, რომელმაც უნდა მწყემსოს „გაუნათლებელი მასა“ და ა.შ.

ვინ არის დღეს ნაცზე უფრო ნაცი?! სწორედ ისინი ვინც თავის დროზე ნაცებს ლამის მიწაში დებდა და დღეს კი ნაცების და სააკაშვილის ქება-დიდებით იტყავებს ენას და დიდი ალბათობით არა უანგაროდ. გუბაზი, ძმები ბერძენიშვილები, მურმან დუმბაძე და სხვები, ანუ ისინი ვინც ბიძინამ პოლიტიკური რეანიმაციის პალატიდან გამოიყვანა და გააცოცხლა. ვიდრე ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთი რამეები ხდება, ნუ გვაქვს სწრაფი პროგრესის იმედი.

შალიკოს საფიხვნოს ოპოზიციაში კი გასულ კვირას ისეთი დუღილი და თუხთუხი დაიწყო, რომ შეიძლება ბევრი სერიოზულად დამდუღრული გამოვიდეს იქიდან. ამ ყველაფრის შემხედვარე გონიერ ადამიანს არ უნდა მოუნდეს მათთვის საკუთარი ხმის მიცემა არანაირ პირობებზე, თუმცა ქართველ ამომრჩეველს რას გაუგებ!”

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება