IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედა საქართველოში ხვალ ჩამოვა, – ამის შესახებ გარდაცვლილის ბებიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. როზა ბოგვერაძის თქმით, ბავშვს სამშაბათს დაკრძალავენ.

”როგორც მითხრეს,ჩემი შვილი ხვალ ჩამოვა. მის შვილს გამოემშვიდობება და ბავშვს სამშაბათს დავკრძალავთ. თვითმკვლელობის არ მჯერა, არანაირად. მას თავის მოკვლის არაფერი ეტყობოდა. ბავშვი ხეზე ჩამოკიდებული არავის უნახავს და მამამ ისე ჩამოხსნა, რომ დახმარება არავისთვის სთხოვა?”, – განაცხადა როზა ბოგვერაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება