დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები იწყება

380
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

 

3h  · ქ. დედოფლისწყაროში და მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის დებეტის გაზრდის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება-ამის შესაებ განცხადება მერიაში დღეს გამრთულ შეხვედრაზე გაკეთდა.

სამუშაო შეხვედრას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, მერის მოადგილე დავით ფხოველიშვილი, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და შპს ,,კომპორტმშენ XXI”-ის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქ. დედოფლისწყაროს, სოფლების ხორნაბუჯისა და სამრეკლოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,კომპორტმშენ XXI”  მომავალითვიდანშეუდგება. პროექტის ფარგლებში მდინარე ივრიდან ამოიტუმბება სასმელი წყალი და შესრულდება შესაბამისი ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის , ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ყველა პროექტი, რომელთა დასრულების შემდეგაც ქ. დედოფლისწყაროსა და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.  ,,ესაა ისტორიული  პერიოდი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის , რადგან  ვიწყებთ უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას, რომელთა დასრულების შემდეგაც ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. ეს უკვე რეალობაა , რისთვისაც  დიდ მალობას მოვუხდი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას  .

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 24 სათიანი წყალმომარაგებისთვის 57 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება