IMG.GE IMG.GE

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ამ დღეებშიც რამდენიმე ევროპელ დიპლომატს შევხვდი. ლოპოტაზე გახარია რომ ელჩებს შეხვდა, ის ამბავი მაინტერესებდა. გავიგე და გიზიარებთ, რომ ყველა უცხოელმა ელჩმა იცის თუ ვინაა ჟორიკა რურუა. არ ელიან გაყალბებულ არჩევნებს, უფრო პანდემია ადარდებთ. პრემიერი გახარია ძალიან მოწონთ, ელიან მეტ ქმედებას მისგან. ნაცოპოზიციას უთანაგრძნობენ და “ოცნებისგან” ელიან, რომ გაისად შექმნის პირობებს, რათა აზროვნებით მემარჯვენე-ცენტრისტი-მემარცხენე ძალები წარმოჩინდნენ და არა დღევანდელი გონდაკარგული აქტიორები.
მშვიდობა, ჯანმრთელობა და განვითარება საქართველოს, კაცობრიობას!”

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება