IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სავარაუდოდ 7 სექტემბერს წარადგენს.

როგორც „ქრონიკას“ პარტიის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა, სააკაშვილმა გადაწყვიტა თავისი პოლიტიკური საქმიანობა საქართველოში გააგრძელოს.

„ლოგიკური იქნებოდა ამ საარჩევნო კამპანიისას მიხეილ სააკაშვილი დასახელდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. როგორ და როდის მოხდება, ამის შესახებ მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას. საბოლოო თანხმობა მისი მხრიდან არის გასაკეთებელი, თუმცა გუშინდელი განცხადება შეგვიძლია ჩავთვალოთ დასტურად”, – აცხადებს რომან გოცირიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ კამპანიის ოფიციალურად დაწყებისას წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსაც და ჩრდილოვან კაბინეტსაც.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება