ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში,შპს “ხელვაჩაურის წყალის” ტექნიკური ჯგუფის მიერ, ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
ჩელტაში, განთიადში, სატეხიაში, თხილნარში და მახოში დაზიანებული წყლის მილსადენების შედუღებითი სამუშაოები დასრულდა.
ახალშენი-ტაშხანას წყლის მილსადენზე 80 მმ დიამეტრიანი ჩამკეტი ურდული დაამონტაჟეს.
სოფელ ხეღრუში დაახლოებით 100 გრძ. მ. წყლის უმოქმედო ლითონის მილსადენის დემონტაჟი განხორციელდა.
ახალისოფელი – ხოფჩოს და ახალშენი – ტაშხანას წყალშემკრები ავზები და წყალაღების ტერიტორია დასუფთავდა.
სოფელ ომბოლოში მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია განხორციელდა.
