IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 232 პაციენტიდან ოთხის მდგომარება კრიტიკულია, 17-ის კი მძიმედ ფასდება.

„ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 232 ინფიცირებული მკურნალობს. მათგან კრიტიკულად მძიმე და მძიმე პაციენტების რაოდენობა უცვლელია. კოვიდცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიურ განყოფილებაში ოთხი კრიტიკული და 17 მძიმე პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში, ეზუგბაიას თქმით, სულ 18 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული, ხოლო ერთის  მძიმეა.

„ჩვენს ცენტრში მკურნალობდა 19 დადასტურებული შემთხვევა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა, ახალი პაციენტი არ მიგვიღია. ამდენად, დღევანდელი მონაცემებით, ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, კიდევ ერთი კი მძიმე პაცინტია. თუმცა, ამ ორივე ინფიცირებულის მდგომარეობა უკვე მესამე დღეა, სტაბილურია, დაავადება არც ერთ მათგანთან არ პროგრესირებს. ისინი, ალბათ, მომდევნო დღეებში მძიმე პაციენტების რიგებს დატოვებენ“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება