Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხშირდება საუბარი, რომ ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მართებული

მარშალ პრესი 31/01/2023
ირაკლი კობახიძე

ავსტრიის პრემიერ- მინისტრის დადებითი განცხადებები და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი შეფასებები ზრდის მოტივაციას, რომ სწრაფად წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ დეკემბერში ევროკავშირში მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

„ზოგადად, სულ უფრო მეტად ხშირდება საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მართებული. იმედი გვაქვს, რომ ამ წლის დეკემბერში ევროკავშირში მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

ყველასთვის ნათელია, რომ ნებისმიერი მიმართულებით, საქართველო არის ბევრად უფრო წინ, ვიდრე სხვა ქვეყნები და აქედან გამომდინარე საქართველო ცალსახად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას მიიღებენ დეკემბერში.

მანამდე დარჩენილია 10-11 თვე. იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ საერთო ვითარება შეიცვლება დადებითისკენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით. ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთდება , რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული
Next: კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო, პირველად, ევროპის საუკეთესო ოცეულშია, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.