Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს ვახშამზე უმასპინძლა

მარშალ პრესი 30/01/2023
garibashvili

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერსა და ავსტრიის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის პატივსაცემად მთაწმინდაზე ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძემ ბასკეთის მხარეში, ევროპის ერთ-ერთი უძველესი პარლამენტის შენობაში, სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა
Next: “ნაცებო” ვინ ყოფილა ხიხო? – სვიმონ ჯანგულაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.