გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქალაქეს სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის ეზოდან 5 ერთეული, დაუფირნიშებელი, უკანონოდ მოპოვებული ფიჭვის სახეობის მრგვალი მორიც ამოიღეს.
“ვინაიდან ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარის დატოვება
სასულიერო პირებს მივმართავ, მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის და ვაღიაროთ, ცუდი რაც...