Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხაბეიშვილი ფორმალური თავმჯდომარე იქნება – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 30/01/2023
ირაკლი კობახიძე

ეს არის რეალურად იმ მდგომარეობის ლუსტრაცია, რაც არის ამ პოლიტიკურ პარტიაში. ყველა ვხედავთ, თუ რა პოლიტიკური ფიგურაა არჩეული თავმჯდომარედ და შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ როგორ გაგრძელდება მოვლენები, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას.

მისი თქმით, ხაბეიშვილი ფორმალური თავმჯდომარე იქნება.

„სამწუხაროა, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიაა დღეს საქართველოში ნომერ მეორე პარტია. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ეს ვითარება შეიცვლება. ამ კუთხით, ხაბეიშვილის არჩევა წინ გადადგმული ნაბიჯია და მისი არჩევა ხელს შეუწყობს სერიოზული ცვლილებების შეტანას ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. დიდი ალბათობით, „ნაცმოძრაობა“ ჩანაცვლდება ისეთი ოპოზიციური ძალებით, რომლებიც კონსტუქციული თანამშრომლობისკენ იქნებიან მომართული. რა თქმა უნდა, ხაბეიშვილი ფორმალური თავმჯდომარე იქნება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ იგივე პრაქტიკა გრძელდება, რაც მანამდე იყო ჩამოყალიბებული. რეალურად არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი და მათი გავლენებით გაგრძელდება პროცესები ამ პოლიტიკურ პარტიაში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სხვას არაფერს ველოდით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 52.58% მიიღო.

Post navigation

Previous: მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ხარჯების გადახდას ამომრჩევლებს სთხოვენ (ვიდეო)
Next: ირაკლი კობახიძემ ბასკეთის მხარეში, ევროპის ერთ-ერთი უძველესი პარლამენტის შენობაში, სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.